3-7 მაისს თბილისში იულიხის კვლევითმა ცენტრმა (გერმანია) ქართულ პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთად (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი) ორგანიზება გაუკეთა მეოთხე ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ორი შეხვედრა, სახელწოდებით “კავკასიურ-გერმანული სკოლა და სემინარი ადრონულ ფიზიკაში” (ე. წ. CGSWHP "04 და CGSWHP ’06), ერთობლივად წარმატებით ჩაატარეს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტმა და იულიხის კვლევითმა ცენტრმა, 2004 და 2006 წლებში; მესამე შეხვედრა, CGSWHP ’08, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან გამომდინარე, არ შედგა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა (1998 წლიდან დაწყებული “ერთობლივი კვლევითი აქტივობები” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იულიხს შორის) და გერმანიაში ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების ახალი შესაძლებლობები უზრუნველყოფს იულიხსა და ქართულ პარტნიორ ინსტიტუტებს შორის მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებაში ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას. შეხვედრის სახელწოდებაა “სკოლა და სემინარი”, ვინაიდან უპირველესი მიზანი იყო მეცნიერებისა და სტუდენტების შეხვედრა მათი სამცნიერო განათლების დასაწყისში და მომავალ შეხვედრაზე იგეგმება სალექციო კურსის ჩატარება ბაკალავრი და მაგისტრი სტუდენტებისთვის.
სემინარზე წარმოდგენილი და განხილული იქნება პროექტი – “ქართულ გერმანული რეალობა ძირითად მეცნიერებებში”. გათვალისწინებულია ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერასთან დაკავშირებული ცერემონიალური სხდომა (გერმანულ და ქართულ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა), რომელიც 2009 წლის სექტემბერში, FZJ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს დაიგეგმა.