|
9-08-2012, 12:55
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს "ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებებში". სკოლა-სემინარი 6 აგვისტოს გაიხსნა და დღეს სტუ-ში გადმოინაცვლა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ეწყობა.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
"წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული ფორმატით ტარდება. სემინარების გარდა, ჩატარდება ლექციების კურსი ინჟინერინგსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამისთვის ჩვენი უნივერსიტეტიდან შერჩეულია 12 კანდიდატი (ფიზიკის დეპარტამენტიდან, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებიდან)", - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. პროექტის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჰანც შტროერმა.
"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" უკვე მეხუთედ ტარდება. მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. სკოლა-სემინარი ყოველ მეორე წელს ტარდება. წლევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლებას, ასევე, იულიხისა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის იმ ერთობლივ პროექტს, რომელთან დაკავშირებული კონკურსის შედეგებიც მომდევნო თვეში გამოცხადდება. შტროერის ინიციატივით შემუშავებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში სამი მაგისტრანტი და სამი დოქტორანტი გაემგზავრება იულიხში თავისი სადიპლომოს/დისერტაციისთვის კვლევების ჩასატარებლად.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ოლღა წურწუმიამ განაცხადა, გერმანული მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორია დოქტორი ანდრო კაჭარავა, რომელიც იულიხის კვლევით ცენტრში 10 წელიწადზე მეტია მუშაობს. იგი აქტიურადაა ჩართული ამ კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორობაში, მუშაობს მის გაუმჯობესებზე, აფართოებს დისციპლინარულ არეალს.
“თავდაპირველად ეს კონფერენცია ეძღვნებოდა სუფთა ფიზიკურ მიმართულებას და მას შემდეგ, რაც იულიხის კვლევით ცენტრში სანჟინრო მიმართულებებში მომუშავე ქართველი თანამშრომელბიც გამოჩნდნენ (სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციის ფარგლებში), გადაწყდა, რომ ამ ღონისძებას პროფილი ოდნავ შეეცვალა, გასცდენოდა თეორიული ფიზიკის საზღვრებს და გამოყენებითი დისციპლინები/სექციები დამატებოდა. ამრიგად, კონფერენცია გაფარდოვდა”, - განაცხადა ოლღა წურწუმიამ.
სკოლა-სემინარი პროფესორ ჰანც შტროერის პატრონაჟით ტარდება. მას ყოველ წელიწადს თავისი ხარჯით იულიხში მიჰყავს თითო სტუდენტი სტუ-იდან და თსუ-იდან. სწორედ მას ეკუთვნის ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ჩამოყალიბების იდეა. 2011 წლის დეკემბერში სტუ-სა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რისთვისაც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა იულიხის ცენტრის დირექტორი პროფესორი შმიდტი.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 30 გერმენელი მეცნიერია ჩამოსული. მათთან ერთადაა სტუმარი აშშ-იდან - ნიუ მექსიკოს სამთო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (www.nmt.edu) პროფესორი, რომელიც ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მოღვაწეობს. ესაა პროფ. საიავურ ბახტიაროვი, რომელთანაც ჩვენი უნივერსიტეტიდან სამი მაგისტრანტი იყო გაგზავნილი სასწავლებლად; დელეგაციაში არიან ჩვენი სტუდენტების ხელმძღვანელები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში, მაგალითად, დოქტორი გოტტა, ასევე ისეთი მეცნიერები, რომლებიც ეძებენ კოლაბორაციას და პერსპეტივაში მუშაობა სურთ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მეცნიერებთან. აქვე ჩამოვიდნენ იულიხის "ცენტრალური ტექნოლოგიური განყოფილების" (zat) მეცნიერ-თანამშრომლები. https://docs.google.com/a/gtu.ge/viewer?a=v&pid=gmail&attid=0.1&thid=13906217bfbf0b72&mt=application/pdf&url=https://mail.google.com/mail/u/0/?ui%3D2%26ik%3D3780a7ac2c%26view%3Datt%26th%3D13906217bfbf0b72%26attid%3D0.1%26disp%3Dsafe%26realattid%3Df_h5mcm15v0%26zw&sig=AHIEtbStbDqaM_4mKynD-lfLhlkUFolNmw&pli=1 |
|