|
17-11-2011, 23:53
2011 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა “სტუდენტური კვირეულის” დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუ-ის თვითშემოქმედებითი ანსამბლებმა: “ურსამ”, “ჩელამ”, “გოგონათა ანსამბლმა”, “ქართველომ” და “მერანმა”.
ღონისძიებაზე მოხდა სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და იმ პროექტების პრეზენტაცია, რომლებიც დაგეგმილია სამომავლოდ. ღონისძიებას, სტუდენტებთან ერთად, დაესწრნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. |
|