სილქნეტი სილქტივის მომხმარებლებს საზაფხულოდ უფასო ვიდეოთეკას სთავაზობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სილქნეტი სილქტივის მომხმარებლებს საზაფხულოდ უფასო ვიდეოთეკას სთავაზობს სიახლე
15-06-2011, 03:26
სილქნეტი სილქტივის მომხმარებლებს საზაფხულოდ უფასო ვიდეოთეკას სთავაზობს. НТВ-ის არხების გათიშვასთან და ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით, 15 ივნისს, 11:00 საათზე, „სილქნეტის" ვაკის სერვისცენტრში (ჭავჭავაძის გამზ.22) კომპანიის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს.

სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი იქნება VoD (Video on Demand) სერვისი - ვიდეოთეკა, სადაც შესულია ქართული, რუსული და უცხოური კინოპროდუქციის 400-მდე ნიმუში. ვიდეოთეკა დაყოფილია თემატურად და აქვს გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები.

„სუპერტივის საჩივრის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე უკლებლივ ყველა მოქმედ საკაბელო მაუწყებელს აეკრძალა НТВ-ის არხების რეტრანსლირება. სილქნეტიც იძულებულია, მომხმარებელს შეუჩეროს ამ საკმაოდ რეიტინგული არხებთან წვდომა. ამიტომ სილქ.ტვ-ის მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული ბაზრისთვის ახალ, უპრეცედენტო სერვისს „ვიდეოთეკას". ამ ეტაპზე ფილმები შესაძლებელია დაუკვეთოს სილქ.ტვ-ის მომხმარებელმა სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიამ ინტერაქტიული ტელევიზია რამდენიმე თვეა, რაც აამოქმედა. სილქ.ტვ-ის სერვისით 14 ათასი მომხმარებელი სარგებლობს თბილისსა და ბათუმში. ტელევიზია მიეწოდება როგორც ოპტიკური ტექნოლოგიით, ისე DSL-ქსელით.
 
 

ასევე:

  • ”Google” უფასო ახალ ამბებს შეზღუდავს
  • "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს "Visa FIFA Card-ს სთავაზობს
  • სტუ-ის ინტრანეტში ახალი სერვისი შეიქმნა
  • "დიოგენე" თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას გახსნის
  • "ერეკლე II-ის საზოგადოებამ" რუსული ენის უფასო კურსები გახსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge