/GHN/ საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი "სამეფო" კურსები გახსნა. კურსები უფასოა. ამ მეთოდით ცდილობს "ერეკლე II-ის საზოგადოება" თბილისსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას. კურსების მთავარი ამოცანა ორი უმდიდრესი კულტურის _ ქართული და რუსული კულტურის _ პროპაგანდაა. მეცადინეობების რუსულ ენაში კვირაში სამჯერ ჩატარდება. ორგანიზაციამ უკვე მიმართა ორივე ქვეყნის ბიზნესნებს ფინანსური დახმარებისთვის. "ბოლო დროს ქართველმა ხალხმა დაივიწყა რუსული ენა, ხოლო ახალმა თაობამ იგი საერთოდ არ იცის. სწორედ ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება რუსული ენის უფასო კურსების გახნის შესახებ", _ განაცხადა "ერეკლე II-ის საზოგადოების" სპიკერმა ნანა ჯაფარიძემ.