ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად კონფერენცია ტარდება სტუ
23-02-2011, 11:58
25 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად, ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ”ქართული ენის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში”.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ქვეყანაში გაატაროს ისეთი ენობრივი პოლიტიკა, რომ ქართული ენის სახელმწიფოებრიობა რეალურად განხორციელდეს.

“უძველესი ხანიდან მე-19 საუკუნემდე ქართული ენა და ლიტერატურა აერთიანებდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხებს. რუსეთის 200-წლიანი (XIX-XX სს) ბატონობის შემდეგ ამჟამად საქართველოში ერთაშორისი ურთიერთობის ენა არის არა ქართული, არამედ რუსული. ფაქტობრივად, რუსული კულტურა აერთიანებს საქართველოში არსებული სხვადასხვა ეთნოსის კულტურებს (იგულისხმება აზერბაიჯანული, სომხური, თვით ქართული, ოსური, აფხაზური და სხვ.)”, – აცხადებს კონფერენციის ორგანიზატორი, თეოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.

მისი განცხადებით, რუსული ენისა და ლიტერატურის მიერ ქართულის შეზღუდვამ ამ უკანასკნელს ხალხთა გამაერთიანებლის ფუნქცია ჩამოართვა, რადგანაც კულტურა მოქალაქეთა მთლიანობის უმთავრესი ნიშანი და ერთობის საფუძველია.

“კულტურული ერთობის განცდა საქართველოს შვილების (ერის) მთლიანობის ნიშანი იყო ძველად, რაც დღესდღეისობით ჩანაცვლებულია არაეროვნულით (რუსული და სხვა ენებით), ეს ერთ-ერთი მიზეზია საქართველოს ეთნოსების (ხალხების) შეფერხებული ინტეგრაციისა. ამ ვითარების გამო აუცილებლად მივიჩნევთ, სამომავლოდ ქართულ ენასა და კულტურას საქართველოში მიენიჭოს პრიორიტეტი ნებისმიერ უცხოურთან შედარებით. იგულისხმება ქართული ენა, ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, კულტურა, ეკონომიკური დოქტრინები. სახელმწიფომ ქვეყანაში უნდა გაატაროს შესაბამისი ენობრივი პოლიტიკა, ქართული ენის სახელმწიფოებრიობა რეალურად უნდა განხორციელდეს”, – აცხადებს მეუფე ანანია და დასძენს, რომ აღნიშნულის განსახორციელებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საინფორმაციო საშუალებების (ტელეხედვის, რადიომაუწყებლობისა და ინტერნეტის) ქართულენოვნებას.

“ქართულმა ტელეარხებმა ყველა გადაცემა უნდა განახორციელონ სახელმწიფო ენით, ისევე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ქართული კულტურისთვის დამამცირებელია, რომ საქართველოს მხარეების უდიდესი ნაწილი - ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ჩრდილოეთის მთიანეთი ქვეყნის სხვა ოლქები წარმოადგენს რუსულ და უცხოენოვან ტელე- და რადიოსივრცეს (და არა ქართულს). თვით თბილისის რადიო- და ტელეარხების 30-40 % რუსული და სხვა უცხოენოვანია”, – აცხადებს მეუფე ანანია და დასძენს, რომ გლობალიზაციის პროცესის ღირსეულად შესახვედრად ქართველმა ერმა უნდა განამტკიცოს თავისი სახელმწიფო, შეძლოს საქრთველოსი მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის მოსახლეობის ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რისთვისაც უპირველესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქართული ენისა და კულტურის გავრცობას.
 
 

ასევე:

  • ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად კონფერენცია ტარდება
  • ქართული ენის როლზე სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში კონფერენცია ტარდება
  • თეოლოგიის ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ტარდება
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”
  • "ერეკლე II-ის საზოგადოებამ" რუსული ენის უფასო კურსები გახსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge