|
15-01-2010, 02:15
დღეიდან, 15 იანვრიდან, თბილისის მერიის ინიციატივით, ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. კურსების გავლის შესაძლებლობა 23 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მსურველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის მერიაში, გამგეობებსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში დარეგისტრირდებიან. სწავლების უფასო კურსების გავლის მსურველები დასაქმებისთვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წარჩინებული კურსდამთავრებულები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ. მერიაში შეიქმნება კურსდამთავრებულთა ბაზა. წარჩინებულებს მერია ასევე კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დასაწყებად უშუამდგომლებს. სწავლა 1-ელი თებერვლიდან დაიწყება. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები სამთვიანია, ხოლო კომპიუტერის შემსწავლელი - ერთთვიანი. |
|