|
9-11-2009, 14:15
მოსკოვში 94 წლის ასაკში ნობელის პრემიის ლაურეატი, რუსული ბირთვული იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი, აკადემოკისი ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა. გინზბურგმა ნობელის პრემია 2003 წელს "ზეგამტარობასა და ზედინებებში პიონერული სამუშაობისთვის" მიიღო. იგი 1916 წელს დაიბადა. 1938 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1942 წელს კი სადოქტორო. 1950-1951 წლებში მუშაობდა ბირთვული იარაღის გამოგონებაზე. გინზბურგს ეკუთვნის კოსმოსური რადიოგამოსხივების მაგნიტურიდამუხრუჭებისა და კოსმოსური სხივების წარმოშობის რადიოასტრონომიული თეორია. გინზბურგი 400 სამეცნიიერო სტატიისა და 10 მონოგრაფიის ავტორია თეორიულ ფიზიკაში, რადიოასტრონომიასა და კოსმოსური სხივების ფიზიკაში. გიზბურგი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან ათ აკადემოკოსთან ერთად ღია წერილით მიმართა ვლადიმერ პუტის "რუსეთის საზოგადოების კლერკიზაციის" შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია. |
|