პროფესორ ვახტანგ გოგილაშვილს 80 წელი შეუსრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროფესორ ვახტანგ გოგილაშვილს 80 წელი შეუსრულდა სტუ
3-12-2013, 16:48
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორს, ვახტანგ გოგილაშვილს 80 წელი შეუსრულდა.

პროფესორი ვახტანგ გოგილაშვილი 2007 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის მიმართულებას.

ვახტანგ გოგილაშვილი დაიბადა 1933 წ. თბილისში. დაამთავრა სპი-ის მექანიკური ფაკულტეტი. 1960 წლიდან სპი-ის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის წევრია. 1969 წ. დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1990 წ. სადოქტორო დისერტაცია. 1991 წლიდან კათედრის პროფესორია.

სამეცნიერო მუშაობის მიმართულება: მექანიზმების რხევების დემპფირება; ვიბროდაცვა; კოსმოსური ბაზირების ტრანსფორმირებადი მექანიკური სისტემების დინამიკური ანალიზი და სინთეზი.

კოსმოსურ გამოკვლევებში მიღწეული წარმატებისთვის 1986 წელს დაჯილდოვდა მედლით, ხოლო 1999 წელს, პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქციის შექმნაში შეტანილი წვლილისათვის – ღირსების ორდენით.

გოგილაშვილი არის 140-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიისა და 10 სახელმძღვანელოს ავტორი.
 
 

ასევე:

  • კოსმოსურ სივრცეში ქართული კოსმოსური ობიექტის გასვლიდან 11 წელი სრულდება
  • სტუ-ის პროფესორი ოთარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე კიდევ ერთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია
  • სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge