12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტმა, ასისტენტ-პროფესორმა ვახტანგ ბანცაძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე: “არასიმეტრიული დამყარებული რეჟიმების ანალიზი“.
დოქტორანტმა სადისერტაციო ნაშრომში დაამუშავა ერთდროული სიმეტრიული და არასიმეტრიული მოკლე შერთვების შემთხვევაში მიღებული ელექტრული რეჟიმების პარამეტრების გაანგარიშების უნიფიცირებული მეთოდი.
სადისერტაციო საბჭოს კოლეგიამ ვახტანგ ბანცაძეს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
ხელმძღვანელი – პროფესორი ნინა თურქია, რეცენზენტები – პროფესორები მიხეილ რუხვაძე და იაკირ ბიჯამოვი.