|
8-02-2011, 14:49
7 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველმა დოქტორანტმა, არჩილ კოხტაშვილმა დისერტაცია დაიცვა. სადოქტორო ნაშრომი - “ენერგოსისტემაში უეცრად წარმოქმნილი აქტიური სიმძლავრის დეფიციტის ან ნაჭარბის ლიკვიდაცია” - ავტორმა სტუ-ის ენრგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე დაიცვა. სადისერტაციო საბჭოს კოლეგიამ არჩილ კოხტაშვილს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
ნაშრომი ეძღვნება ენერგოსისტემაში უეცრად წარმოქმნილი აქტიური სიმძლავრის ნაჭარბისა და დეფიციტის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და გატარებას.
თემის ხელმძღვანელი იყო პროფესორი მიხეილ რუხვაძე, რეცენზენტები - პროფესორები: კონსტანტინე წერეთელი და ვახტანგ გიორგობიანი. |
|