|
9-12-2011, 04:03
8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი “დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია”. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. სემინარის ხელმძღვანელი იყო სრული პროფესორი რეზო კლდიაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მომხსენებლები იყვნენ დავით დადიანი - “მზე - ოქროს დისკი”; მიხეილ კირცხალია - “მზის სისტემის პლანეტების ქიმიზმი”; ლადო გუგუშვილი - “დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი”.
“კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანს კონკრეტული პერიოდისათვის დამახასითებელი პრობლემების გადაჭრა უხდებოდა, რაც იმ დროისთვის იყო მნიშვნელოვანი, ასე რომ, დღევანდელ ბუნების მიერ შემოთავაზებულ გამოწვევებს, რაშიც ადამიანს მიუძღვის ლომის წილი, ჩვენვე უნდა გავართვათ თავი. ადამიანთა სოლიდარობა ბევრად ძლიერია, ვიდრე ეროვნული ეგოიზმი. კაცობრიობა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კატასტროფების მოწმე უკვე თითქმის ყოველდღიურადაა. უნდა გვახსოვდეს - ”დედამიწა ჩვენი საერთო სახლია” და მის ეკოსისტემას არ გააჩნია საზღვრები. წინააღმდეგ შემთხვევაში ,მივიღებთ მილიონობით ეკოლტოლვილთა ბანაკებს. გვახსოვდეს - ურთიერთობა ბუნებასა და ადამიანს შორის უნდა გახდეს ჰარმონიული. დღეს უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რაც დავკარგეთ, არამედ რისი გადარჩენაც შეგვიძლია და ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია, რასაც ადამიანის მოდგმის ისტორია ჰქვია”, - წერს სემინარის ხელმძღვანელი იყო სრული პროფესორი რეზო კლდიაშვილი. |
|