სტუ-ის პროფესორი ოთარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის პროფესორი ოთარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა სტუ
4-04-2013, 14:07
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიის საწარმოო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პროფესორი ოთარ მგალობლიშვილი.

ოთარ მგალობლიშვილი დაიბადა 1940 წლის 25 მაისს ქ. თბილისში. 1958-1963 წლებში იყო სპი-ს მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტი. 1963-64 წლებში სპი-ს ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1964 წლიდან მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტი, შემდგომ წლებში ასისტენტი და უფროსი მასწავლებელი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1975-1976 წლებში სოლფორდის უნივერსიტეტის (მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) სტაჟიორია. 1984 წლიდან მოღვაწეობდა შტუტგარდის უნივერსიტეტში.

1995 წლიდან თანამშრომლობდა ჯონ მურის უნივერსიტეტთან, 1998 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური მენეჯმენტის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

1999 წელს მიენიჭა უნივერსიტეტის პროფესორის წოდება. 2008 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი.

ოთარ მგალობლიშვილი იყო ცნობილი მეცნიერი მექანიკის ინჟინერიის დარგში, წლების განმავლობაში მექანიკის ინჟინერიის საწარმოო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად მოღვაწეობდა საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში.
 
 

ასევე:

  • პროფესორ ვახტანგ გოგილაშვილს 80 წელი შეუსრულდა
  • სტუ-ში სტუდენტთა 82-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში შეხვედრა გამართა
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში შოთა თოფურიას იხსენებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge