81 წლის ასაკში ოტია იოსელიანი გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

81 წლის ასაკში ოტია იოსელიანი გარდაიცვალა კულტურა, სპორტი
14-07-2011, 20:28
81 წლის ასაკში ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა.

ოტია შალვას ძე იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს. იოსელიანი ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს.

იოსელიანის რომანებში ("ვარსკვლავთცვენა", 1962; "ტყვეთა ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი "იყო ერთი ქალი", 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.
 
 

ასევე:

  • პლატონ იოსელიანის დაბადებიდან 200 წელი სრულდება
  • პრემიერა “მოდი ნახეში”
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • ბელგრადში 80 წლის წლის ასაკში მილორად პავიჩი გარდაიცვალა
  • მწერალი თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge