81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა კულტურა, სპორტი
17-05-2010, 20:21
81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. იგი რუსთაველის თეატრში პოეტის ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მუხრან მაჭავარიანი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა.

მომდევნო კრებულები "ლექსები", "პოემა" დაიბეჭდა 1962 წელს; "იარონ" – 1970 წელს; "თქვი" – 1971 წელს; "ვინც იყო, იგი რომ არა..." – 1973 წელს; "დუმილი რეკავს" – 1974 წელს; "ლექსები" – 1976 წელს; "ერთტომეული" – 1979 წელს. ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.

მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
 
 

ასევე:

  • პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა
  • “უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარიელ ჭანტურიასთან შეხვედრა გაიმართება
  • ტარიელ ჭანტურია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
  • 81 წლის ასაკში ოტია იოსელიანი გარდაიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge