პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა კულტურა, სპორტი
30-11-2010, 01:02
73 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოს დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. ბოლო დროს იგი ხშირად ავადმყოფობდა და გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა გახდა.

ბელა (იზაბელა) ახატის ასული ახმადულინა 1937 წლის 10 აპრილს მოსკოვში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს ბეჭდავდა 1955 წლიდან. პირველი კრებული, „სიმი“, 1962 წელს გამოსცა. ლირიკული ლექსების გარდა ავტორია პიემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და ესეებისა. ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე, პირველმა დაარღვია გალაკტიონ ტაბიძის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. შესანიშნავად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები.

საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახმადულინას შემოქმედებაში. მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსადმია მიძღვნილი. წლების განმავლობაში ახმადულინას ლექსები პირველად ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა. საქართველოშივე, გამომცემლობა „მერანში“, გამოიცა პოეტის ყველაზე ვრცელი კრებულები „სიზმრები საქართველოზე“ (1977, 1979), რომლებიც მოიცავებ მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის (ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზა, წერილები) ნაწარმოებებს და პირველ პუბლიკაციებსაც (რედაქტორ-შემდგენელი გ. მარგველაშვილი).

1977 წელს ახმადულინა გახდა ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადმიის საპატიო წევრი. 1989 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. 1993 წელს კი საერთაშორისო „ტრიუმფის პრიზის“ ლაურეატი გახდა.
 
 

ასევე:

  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • ბელგრადში 80 წლის წლის ასაკში მილორად პავიჩი გარდაიცვალა
  • დღეს ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალაკტიონის უცნობი ფოტომასალა გამოიფინება
  • გალაკტიონის გარდაცვალებიდან 51 წელი გავიდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge