გალაკტიონის გარდაცვალებიდან 51 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

გალაკტიონის გარდაცვალებიდან 51 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
17-03-2010, 01:11
17 მარტს პოეტ გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 51 წელი შესრულდა. გალაკტიონმა 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა. პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917-1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
 
 

ასევე:

  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალაკტიონის უცნობი ფოტომასალა გამოიფინება
  • ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა
  • ნიკო მუსხელიშვილის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა
  • ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა
  • მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge