ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
14-04-2010, 00:44
დღეს, 14 აპრილს, რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა. საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვლადიმერ მაიაკოვსკი 1930 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა.

მაიაკოვსკი დაიბადა 1893 წლის 7 (19) ივლისს, საქართველოში, სოფელ ბაღდათში (ამჟ. ბაღდათის რაიონი), ვლადიმერ კონსტანინეს ძე მაიაკოვსკის (1857-1906) ოჯახში. პოეტის მამა 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად, დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

მაიაკოვსკი სამჯერ იყო დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას, ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი გამოქვეყნებული ლექსი, "ღამე" (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში "სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას". 1913 წელს დაწერა და დადგა ტრაგედია "ვლადიმერ მაიაკოვსკი", რომელშიც თავადვე შეასრულა მთავარი როლი.

1914-1915 წლებში მუშაობდა პოემაზე "შარვლიანი ღრუბელი", რომელიც ფუტურიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.

1915 წელს დაწერილი "ფლეიტა-ხერხემალი", მაიაკოვსკის ლირიზმის მწვერვალად მიიჩნევა. იგი ეძღვნება პოეტის საყვარელ ქალს, ლილი ბრიკს (ელზა ტრიოლეს და), რომელიც, მისივე გამომცემლის, ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო.

ამავე პერიოდში იქმნება ომის საწინააღმდეგო ლირიკა: "დედა და გერმანელების მიერ მოკლული საღამო", "მე და ნაპოლეონი", პოემა "ომი და მშვიდობა". სატირული ნაწარმოებები: "ჰიმნების" ციკლი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მაიაკოვსკიმ თავისი ტალანტი ხელისუფლების სამსახურში ჩააყენა, დაწერს პოემა "ლენინი", 1918 წელს დაიდგა "მისტერია-ბუფი", რომელიც რევოლუციის წლისთავს მიეძღვნა.

მაიაკოვსკი იყო მემარცხენე მხატვრების გაერთიანებების ლიდერი.

1918-1919 წლებში მაიაკოვსკი პეტროგრადიდან გადავიდა მოსკოვში, დაწერა პოემა "150 000 000", რომელშიც მსოფლიო რევოლუციის თემა განავითარა.

1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "ლიფი" Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოიცა ჟურნალი "ნოვი ლეფი" (რუს. "Новый леф"), რომლის 24 ნომერი გამოვიდა. 1928 წელს მაიაკოვსკიმ იმედგაცრუებულმა დატოვა ორგანიზაცია და ჟურნალი.

1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.

ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

მაიაკოვსკის შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა უოლტ უიტმენის პოეზიამ, კერძოდ მისმა ვერლიბრმა, რომელიც ხშირად გვხვდება მაიაკოვსკის პოეზიაში. თუმცა ეს უკანასკნელი თავისი ფორმით მაინც უნიკალურადაა მიჩნეული.

მიუხდავად იმისა, რომ 1917 წლის რევოლუციით აღფრთოვანებულმა მაიაკოვსკიმ ჭეშმარიტი სოციალისტური მითი შექმნა პოეზიაში, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 1920-იან წლებში პოეტს იმედგაცრუება დაეწყო სოციალისტური წყობის რეალურობის მიმართ. თუმცა სიმხნევით აღსავსე, კოლექტივიზაციისა და სოციალისტური იდეალისადმი მიმართული ლექსების წერას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა. პოეტის კიდევ ერთი ორიგინალობა უკავშირდება უნაზესი ლირიზმისა და მწარე სატირის ურთიერთშერწყმას. ყოველივე აქედან გამომდინარე, მაიაკოვსკი ზოგისთვის უდიდესი ლირიკოსია, ზოგი კი მას პარტიის ინტერესების გამტარებელ რუპორად მიიჩნევს.

მაიაკოვსკი პირველმა იხმარა ტერმინი "ფუტურიზმი" 1913 წლის 24 თებერვალს, თანამედროვე ხელოვნების შესახებ დებატებში. თუმცა ამ სიტყვის სლავური ნეოლოგიზმი "ბუდეტლიანინი" (მომავლის ხალხი), რომელიც პოეტმა ვლადიმერ ხლებნიკოვმა შემოიტანა, იმ დროისთვის უფრო წარმატებული აღმოჩდა.
 
 

ასევე:

  • გალაკტიონის გარდაცვალებიდან 51 წელი გავიდა
  • მიხეილ ლერმონტოვის დაბადებიდან 195 წელი შესრულდა
  • რუსული ბირთვული იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი, ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge