უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
23-04-2010, 03:18
ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა. შექსპირი 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა და 1616 წლის 23 აპრილს გარდიცვალა. იგი მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანის, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის რ. არდენის ქალიშვილის, მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ცხადი ხდება, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.

1582 წელს, 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდა სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს, 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ის (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტა და 37 პიესა.
1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ჰენრი ჩეტლის მიერ გამოცემულ კრებულში იგი თავს დაესხა უილიამს, ჩეტლის შემდგომ ბოდიშის მოხდა მოუწია თავდასხმაში უნებლიე მონაწილეობისთვის.

1593-94 წლებში ეპიდემიის გამო ლონდონის თეატრები დაიხურა, შექსპირმა ყურადღების კონცენტრირება გააკეთა პოეზიაზე. ამ დროს მას პატრონაჟს უწევდა მეგობარი, საუთჰემპტონის გრაფი. როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, შექსპირი შეუერთდა "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრალურ დასს, სადაც იგი მსახიობიც იყო და დრამატურგიც. მომდევნო წლებში უილიამი ქმნის, უმეტეს წილად, კომედიებსა და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს. 1595 წელს შექსპირმა შექმნა ყველასთვის ცნობილი ტრაგედია "რომეო და ჯულიეტა". ეს ადრინდელი შედევრები, განსაკუთრებით კი "ამაო გარჯა სიყვარულისას" და "ზაფხულის ღამის სიზმარი" გალექსილია ნათელ, ახალგაზრდულ სტილში და წარმოადგენს რითმული პოეზიის უდავო ნიმუშს. რაც შეეხება "ვენეციელ ვაჭარს", იგი უფრო გვიან პერიოდშია შექმნილი და მეტად სევდიანი კომედიაა (არ არის აუცილებელი კომედია იყოს სასაცილო. მთავარი ისაა, რომ დასასრული იყოს ბედნიერი და არა ტრაგიკული).

ამ პერიოდშივე შექსპირი ქმნის"ჰენრი IV"-ის ორ პიესას, რომელიც ფოლსტაფის სევდანარევი, მაგრამ მაინც გულღია, სისხლსავსე რენესანსული იუმორითა და თვითირონიითაა სავსე. ამ პიესებმა ისე გააოცა დედოფალი ელიზაბეთ I, რომ მან შექსპირს შეუკვეთა კიდევ ერთი ფოლსტაფური პიესა, შემდგომში ცნობილი, როგორც "უინძორელი მხიარული ქალები".

უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია "ჰამლეტი", "ოტელო", "მეფე ლირი", "მაკბეტი" და "ანტონიუსი და კლეოპატრა". ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.

თავის უკვდავ ტრაგედიებში შექსპირმა მიაღწია ე. წ. "თეთრი ლექსის" სტილის განუმეორებელ პოეტურ წარმატებას, ამასთანავე, ნაწარმოებები სავსე იყო თავისუფლებით. შემდგომი პერიოდის შედევრებს — "ზამთრის სიზმარი" და "ქარიშხალი" — აშკარად აქვს გვიანი რენესანსის კრიზისის ნიშნები. მწვავე კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული გზები ჩნდება. ამგვარ შემრიგებლურ ნოტზე დაასრულა უილიამ შექსპირმა თავისი ბრწყინვალე კარიერა.

1599 წელს, როდესაც "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრალური დასი გადავიდა "გლობუსის" ცნობილ თეატრში, შექსპირი თეატრის მეათედი აქციების მფლობელი გახდა. აქციონერობა მისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე პიესების წერა. უილიამ შექსპირს თითოეულ პიესაში მხოლოდ 6 ფუნტს უხდიდნენ. 1603 წელს დედოფალი ელიზაბეთი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ჯეიმზ I. შექსპირის კომპანია გარდაიქმნა სამეფო დასად და ხშირად მართავდა სპექტაკლებს სამეფო კარზე. ამ დროისთვის უილიამი განთქმული და წარმატებული დრამატურგი ხდება და მშობლიურ ქალაქში უძრავი ქონების შეძენას იწყებს.

დაახლოებით 1610 წლიდან შექსპირი მშობლიურ სტრატფორდს დაუბრუნდა, თუმცა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში კონტაქტობდა ლონდონის თეატრთან. 1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ, 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის ნაწარმოებების პირველი სრული კრებული, ე. წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც "ეივონის მშვენიერი გედი".
 
 

ასევე:

  • ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა
  • ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა
  • უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა
  • მაიკლ ჯეკსონს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა
  • დღეს სერვანტესის გარდაცვალების დღეა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge