|
12-02-2012, 22:17
48 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული მოღერალი და მასახიობი უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ლოს -ანჟელესის სატუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, ის ბუნებრივი გარემოებებით გარდაიცვალა. მისმა პირადმა მცველმა ჰიუსტონი უგონო მდგომარეობაში იპოვა და ექიმებს გამოუძახა. გონებაზე დაბრუნების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო.
ჰიუსტონი გრემის დაჯილდოების ცერემონიალიამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. შესაბამისად, ორგანიზატორებს ცერემონიალში ცვლილებების შეტანა მოუწევთ.
უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი 1963 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. იგი იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი. მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილი იყო თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპი იყო. |
|