მაიკლ ჯეკსონს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მაიკლ ჯეკსონს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა კულტურა, სპორტი
29-08-2010, 02:11
ცნობილ მუსიკოსს, პოპმუსიკის მეფეს, მაიკლ ჯეკსონს 29 აგვისტოს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა. ჯეკსონი 1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა.

მაიკლ ჯოსეფ ჯეკსონი, ცნობილი როგორც MJ ან "პოპის მეფე", იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპკერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის განმავლობაში პოპკულტურის ნაწილი იყო. მაიკლ ჯეკსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში.

მაიკლ ჯეკსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯეკსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მეშვიდე ცხრა შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლო 1969 წელს ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown Records.

მალე ჯეკსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლოპარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმს ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლენით შეიმუშავა.

1973 წლიდან ხუთეულის პოპულარობამ იკლო და 1976 წლიდან კონტრაქტი გაფორმა სხვა კომპანიასთან, რასაც მოჰყვა ჯგუფის სახელის უბრალოდ The Jacksons-ით ჩანაცვლება. 1976-1984 წლებში მათ გამოსცეს კიდევ 6 ალბომი. ამასობაში მაიკლმა დაიწყო სოლოკარიერა და გამოუშვა ოთხი წარმატებული სოლოალბომი.

1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა “ოზის საოცარი ჯადოქარი”. გადაღებების დროს მან გაიცნო მუსიკალური რეჟისორი ქუინსი ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი (Off the Wall (1979) 20 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. ბევრი კრიტიკოსი დღემდე მიიჩნევს, რომ ეს დისკი დისკოს ჟანრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო.

1982 წელს ჯეკსონმა ფილმისთვის “უცხოპლანეტელი” (რეჟ.: სტივენ სპილბერგი) ჩაწერა სიმღერა "Someone In the Dark". იმავე წელს გამოიცა მაიკლის ლეგენდარული ალბომი Thriller, რომელიც თითქმის დამატებითი პრომოკამპანიის გარეშე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად და ცნობილ მუსიკალურ ალბომად. სინგლები ამ ალბომიდან ( "Billie Jean", "Beat It" და "Wanna Be Startin' Somethin'") სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სიმღერების ჰიტაღლუმებში ფიგურირებდა. ალბომს მიენიჭა ორმაგი ალმასის სტატუსი, მთელ მსოფლიოში გაყიდული 29 მილიონი დისკისთვის. იგი მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ალბომად რჩება. დღეისთვის მისი დაახლოებით 110 მილიონი ასლია გაყიდული.

1994 წლის მაისში მომღერალი მაიკლ ჯეკსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, ლიზა მარი პრესლიმ განაცხადა, რომ მაიკლ ჯეკსონს და მას ერთმანეთი არასდროს ჰყვარებიათ. მაიკლი მას აძალებდა შვილის გაჩენას, მაგრამ მას ეს არ უნდოდა.

1996 წლის 14 ნოემბერს მაიკლ ჯეკსონი დები როუზე დაქორწინდა. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან. მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: მაიკლ ჯოზეფ ჯეკსონი (ცნობილი როგორც პრინცი ჯექსონი) და ქალიშვილი პერის ჯეკსონი .

ცოლ-ქმარი მალე დაშორდა. დებიმ განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ, შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე". ყველასთვის ცნობილია, რომ მაიკლ ჯეკსონი ძალიან კარგი მამა იყო. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც: “მამა იყო საუკეთესო მამა, მე ის ძალიან მიყვარდა".

მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი. მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია, რომ მაიკლ ჯეკსონის წინააღმდეგ 5 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. მაიკლის სიკვდილის შემდეგ ბრალმდებლებმა აღიარეს, რომ ცრუ ჩვენება მისცეს და მაიკლი არ იყო პედოფილი, თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ეს მანამდეც არ დაიჯერა.

2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელი იყო. ამავე წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, პოპმუსიკის ლეგენდა წაიქცა. ამერიკის პოლიციის ნომერზე - 911 ადგილობრივი დროით 12:21 წუთზე დარეკეს. როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს სუნთქვა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა. სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟი, მაგრამ კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის გაჩერება გახდა. მართალია, ჯეკსონის გარდაცვალებაში კრიმინალური კვალი არ ჩანს, მაგრამ პოლიცია საქმეს მაინც იძიებს.
 
 

ასევე:

  • მაიკლ ჯეკსონის ნივთებს აუქციონზე გაიტანენ
  • ეროვნული მუზეუმი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს უმასპინძლებს
  • უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა
  • ბათუმში სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართა
  • ჯონ ლენონის იუბილესთან დაკავშირებით, მისი რვა ალბომი ხელახლა გამოიცემა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge