|
25-11-2009, 00:25
ცნობილი მუსიკოსის, მაიკლ ჯეკსონის ნივთებს აუქციონზე გაიტანენ. ჟულიენის აუქციონმა მაიკლ ჯექსონის ფანებისგან, ოჯახის წევრებისა და კოლეგებისგან მომღერლის 80-ზე მეტი ნივთი შეაგროვა. ნივთებს შორისაა კრისტალებით მორთული ხელთათმანი. გასაყიდადაა გამოტანილი მომღერლის ორი “ფანტაზიის ხელთათმანი“. ისინი შექმნილია ბილლ უაითენის მიერ სპეციალურად მაიკლისთვის, სანამ იგი გადავიდოდა ახალ სტილზე - თეთრ ხელთათმანებზე. მისი სავარაუდო გასაყიდი ფასია $10000-იდან $20000-მდე. გაიყიდება ჯეკსონის კოსტიუმიც. ბილლ უაითენის დიზაინი ჰაინსტონის აქცენტების შესაბამისად ღია ცისფერ შეხამებას წარმოადგენს, შარვალი მორთულია J5-ის ლოგოტიპითა და თვლებით, რომელიც არის განთავსებული შარვლის მარჯვენა ტოტის გარე ზედაპირზე. მისი სავარაუდო გასაყიდი ფასია $600-იდან $800-მდე. გასაყიდად გამოიტანენ, აგრეთვე, ზომბის კოსტიუმს ცნობილი კლიპიდან “ტრილერი”. ზომბის გარეგნული იერის შესაქმნელად, სამოსი განგებაა დალაქავებული და ბამბის ქსოვილით გაფორმებული. შარვალი ფასდება $400-იდან $600-მდე, კოსტიუმი _ $800-იდან $1200-მდე. გაიყიდება ჯეკსონის მიერ ცხრა წლის ასაკში შექმნილი სურათი – ჩაპლინის პორტრეტი, ავტორის ხელმოწერით. აუქციონის სახლმა ეს ნახატი $2000-იდან $4000-მდე შეაფასა. |
|