ბათუმში სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბათუმში სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართა კულტურა, სპორტი
4-07-2011, 00:45
ბათუმში, პიაცას მოედანზე, სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართა. კონცერტიდან შემოსული თანხა ეროვნულ სკრინინგცენტრში გადაირიცხება. კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივი კონცერტის ბილეთის საშუალო ფასი 380 ლარი იყო და მისი რეალიზაცია 25 მაისიდან დაიწყო. პიაცას მოედანზე, 2000 ადამიანი ეტევა და, შესაბამისად, "ისტერნპრომოუშენმა" 2000 ბილეთის რეალიზაცია მოახდინა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ლიზა ფიშერი - ვოკალი; ბილი ჩაილდსი - ფორტეპიანო; ენდრიუ ეზრინი - კლავიში; მარკ ვაითფილდი - გიტარა; კარლოს პუეტრო - ბასი; ბილი კილსონი - დასარტყამი ინსტრუმენტი; კაროლინ კემპბელი - ვიოლინო; მოწვეული მუსიკოსები: დომინიკ მილერი - გიტარა; ჯო ლავრი - ვოკალი; აბდელ რაინი კრიჯა - პერკუსია.

ამერიკელი ჯაზმენი, კომპოზიტორი და მესაყვირე კრისტოფერ სტეფან ბოტი, 1962 წლის 12 ოქტომბერს ორეგონის შტატში, პორტლენდში დაიბადა. ქალაქ კორვალისში გაზარდა და ბავშვობა იტალიაში გაატარა. ბოტი გრესჰემში, მაუნტ-ჰუდ კომიუნიტის კოლეჯში სწავლობდა. სწორედ იქ გაიცნო მეგობარი, მესაყვირე ტოდ ფილდი. მაუნტ-ჰუდის დასრულებისთანავე მუსიკოსმა დევიდ ბეიკერთან და ბილ ადამთან ერთად სწავლა ინდიანის უნივერსიტეტში განაგრძო. 2009 წლის ივნისში მუსიკოსის დისკოგრაფიაში მეთორმეტე ალბომი გამოვიდა. რეცენზისტი ალექს ჰენდერსონის აზრის მიუხედავად, რომელიც ამტკიცებს, რომ ბოტის შემოქმედებას არაფერი აქვს საერთო ჯაზთან, მისი პირველი ნამუშევრები ნაზი ჯაზის კლასიფიკაციას შეიძლება მივაკუთვნოთ. 1999 წელს რეცენზორი წიგნში „Slowing Down the World“ წერს: „ნამდვილად შეცდომა იქნება, თუ მის მუსიკას კენი ჯის, დეივ კოზას, ნაჯის და რიჩარდ ელიოტის შემოქმედებას შევადარებთ... ბოტის მეტად ბევრი შეუძლია...“ მიუხედავად იმისა, რომ ბოტი თანამედროვე პოპშემსრულებელია, მისი უკანასკნელი ალბომებს ორკესტრული პარტიებით შექმნილი ტრადიციული ჯაზის ფორმების გავლენა აშკარად ეტყობა, რომლებიც მსმენელს ჯილ ევანსომის ასოციაცას ჰგგვრის. ბოტი ისეთ შემოქმედებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც იყვნენ: ფრენკ სინატრა, ანდრეა ბოჩელი, სტინგი, დინ მარტინი, იო-იო მა, ჯილ სკოტი, სტივეტ ტაილერი, პოლ ბუკენენი, ჯოშ გრობანი, მაიკლ ბაბლი, დევიდ ტორნი, როი ჰარგრუვი, პოლ სიმონი, კლარკ ტერი, პაულა კოული, ჯონ მეიერი და ჯონათა ბრუკი. კრის ბოტი ექსპერიმენტალური ჯაზ-ფუჟი ფესტივალის „Bruford Levin Upper Extremities“ წევრი იყო. ჟურნალმა „People“ მუსიკოსი 2004 წელს 50 ლამაზ ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკოსი 1940 წელს დამუშავებულ „Martin Committee“-ის საყვირზე უკრავს და 1962 წელს დამზადებულ „Bach“-ის ფირმის სამ ვერცხლის მუნდშტუკს იყენებს. მიიჩნევს, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა მაილზ დევისმა.

სტინგი, იგივე გორდონ მეთიუ ტომას სამნერი, ინგლისელი როკმუსიკოსი და მსახიობი, 1951 წლის 2 ოქტომბერს საპორტო ქალაქ ნიუკასლ-აფონ-ტაინში - ჩრდილო ამერიკის ინდუსტრიულ ცენტრში დაიბადა. მამა - ერნესტ მეთიუ სამნერი, ადგილობრივ მანქანათმშენებელ კომპანიაში მემონტაჟედ მუშაობდა. დედა - ოდრი - მედდად და თმის სპეციალისტად. ჰქონდა მუსიკალური განათლებაც, ამიტომ შვილს ბუნებრივი მუსიკალური მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენია. დედას სურდა, შვილი საფორტეპიანო კლასს დაუფლებოდა. მაგრამ სტინგს ჯაზი და გიტარა მეტად იზიდავდა. 1976-84 წლებში სტინგი ჯგუფ „The Police"-ის ლიდერი გახდა. 1984 წლიდან კი ის სოლოკარიერა დაიწყო. 1977 წელს სტიუარტ კოუპლენდმა, გიტარისტმა ენდი სამერსმა და სტინგმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი - „The Police". სადებიუტო სიმღერა - „Roxanne" გამოსვლისთანავე იქცა ჰიტად.. პარალელურად, სტუდიასთან „A&M"-სთან თანამშრომლობით, სასწრაფოდ გამოუშვეს პირველი ალბომი - „Outlandos D'Amour". ამას მოჰყვა ახალი ალბომების მთელი სერია: „Regata De Blanc, „Zenyatta Mondatta" და „Ghost in the Machine". ჯგუფმა პოპმუსიკის ისტორიაში ადგილის დამკვიდრება 1983 წელს გამოშვებული ალბომითა - „Synchronicity" და სინგლით - „Every Breath You Take" შეძლო. ტრიუმფალური მსოფლიო ტურნეს შემდეგ სტინგმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ჯგუფი, რადგან მიიჩნევდა, რომ აქ მისი შესაძლებლობები ამოწურა. სტინგის პლატინის სოლოალბომი „Dream of the Blue Turtles", ჯაზის ელემენტებს შეიცავდა. მომღერალი კომპოზიტორის ამპლუაში მოგვევლინა ალბომებში - „Soul Cages" და „Ten Summoner's Tales". 1987 წელს სტინგმა იმუშავა ალბომზე „Nothing Like The Sun" (სახელწოდება აღებულია შექსპირის სონეტიდან). ალბომი იმავე წელს მსოფლიოს ჰიტპარადების სათავეში მოექცა. 1991 წელს ავტობიოგრაფიული ალბომის „The Soul Cages" პრეზეტანცია გამართა. პარალელურად მუშაობდა „Ten Summoner's Tales"-ზე, რომელშიც შედიოდა ჰიტები: „If I Ever Lose My Faith In You" და „Fields Of Gold". სტინგი მოგვიანებით ბრაიან ადამსთან და როდ სტუარტთან ერთად სინგლს „All For Love" (საუნდტრეკი ფილმისთვის - „სამი მუშკეტერი") წერს. ალბომმა „Brand New Day" გრემის ორი პრემია მიიღო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ალბომი „All This Time" კი საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა.ამ ტრაგედიამ ღრმა გავლენა იქონია სტინგზე. სწორედ ამ ემოციებით იყო დატვირთული სიმღერა „Sacred Love", რომელიც 2003 წელს, პარიზში ჩაწერა. გრემის მორიგი ნომინაცია მიიღო სიმღერამ, ალბომიდან „Send Your Love". ფილმები მისი მონაწილეობით „Brimstone and Treacle" და „Quadrophenia", წარმატებული გამოდგა. ახალი სტუდიური ალბომი, Symphonicities, გამოვიდა 2010 წლის 13 ივლისს. ამ ალბომზე სტინგმა წარმოადგინა თავისი ცნობილი სიმღერების ორკესტრული ვერსიები. გამოცემას მოჰყვა მასშტაბური საკონცერტო ტურნე, რომელიც დღემდე გრძელდება. ტურნეს ფარგლებში სრულდება სიმღერები ორკესტრული არანჟირებით. ამჟამად სტინგი ლონდონთან ახლოს, ქალაქგარეთ, მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ძაღლთან ერთად.
 
 

ასევე:

  • ლეგენდარული "ბიტლზის" დაარსებიდან 50 წელი შესრულდა
  • დღეს გაიმართება ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი "საჩუქარი თბილისს"
  • მაიკლ ჯეკსონს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა
  • ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა
  • ჯონ ლენონის იუბილესთან დაკავშირებით, მისი რვა ალბომი ხელახლა გამოიცემა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge