დღეს გაიმართება ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი "საჩუქარი თბილისს" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს გაიმართება ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი "საჩუქარი თბილისს" კულტურა, სპორტი
15-01-2012, 00:43
დღეს, 15 იანვარს, მუსიკოსის და კომპოზიტორის ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი "საჩუქარი თბილისს" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. სპეციალურად ამ საღამოსთვის ახალი ორლეანიდან - სტივ მასაკოვსკი (გიტარა), მარკ ბრაუ (საყვირი), როლანდ გუერინი (ბასი), დაგ ბელოუტი (დასარტყამი ინსტუმენტები) ჩამოვიდნენ. მათ რამდენიმე რეპეტიცია კონსერვატორიაში ზაზა მარჯანიშვილთან ერთად უკვე გაიარეს.

"თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველ მსმენელს იმ მუსიკის მოსმენის საშუალება ექნება, რომელიც ჯერ არ მოუსმენიათ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯაზმენმა, ზაზა მარჯანიშვილმა.

"ეს მუსიკა დაიწერა და ჩაიწერა ამერიკაში და პირველად სრულდება საქართველოში. ჩემთვის ეს არის დაბადების დონის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე იმ პერიოდში მომიწია საქართველოდან წასვლა, როცა არაფერი ხდებოდა. მეც მუსიკალურად ჩამოყალიბების პერიოდში ვიყავი. ახლა ჩამოვედი და ჩამოვიტანე ჩემოდნებით ჩემი მუსიკა და ეს კონცერტია ძალიან საპასუხისმგებლოა. იმედია კარგად მიიღებს ხალხი", - განაცხადა მარჯანიშვილმა.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე დაახლოებით 40 ხელოვანი იდგება, მათ შორის, 7 მომღერალი, სიმფონიური ორკესტრი და სპეციალურად კონცერტისთვის ახალი ორლეანდიდან ჩამოსული ზაზა მარჯანიშვილის მეგობრები.

"ჩემი საავტორო კონცერტი გამოდის, ჩემი მეგობრები მეწვივნენ ახალი ორლეანდიდან, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ფაქტიურად, ჩემი მუსიკალური ოჯახის წევრები არიან. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა, ბევრი რამ იციან კულტურით დაწყებული კერძების ჩათვლით", - აღნიშნა მარჯანიშვილმა.

ზაზა მარჯანიშვილის პირველი საკონცერტო ტურნე 6 წლის ასაკში შედგა. 15 წლისამ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელშიც ასრულებდა საკუთარ კომპოზიციებს. 1989 - 1993 წლებში იყო ფოლკ-ჯაზ ჯგუფის "ადიოს" წევრი. 1993 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი. 1994 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში, სადაც საკუთარ სტუდია დაარსა. 1996-2002 წწ. მუშაობს ჰოლივუდში და ქმნის კინომუსიკას. არის მხატვრული ფილმების (Shadow of Doubt - მელანი გრიფიტისა და ტომ ბერენჯერის მონაწილეობით, Fallen Angel, Telephone, Samuel და სხვ.). მრავალი სატელევიზიო სერიალის, სპექტაკლების, სარეკლამო რგოლების და ტრეილერების მუსიკის ავტორი.

ბოლო ალბომი 2010 წელს გამოვიდა, რომელიც ჩაიწერა 3 ქვეყანაში - აშშ, საქართველო, გერმანია. მან, როგორც პროდიუსერმა 150-ზე მეტი ალბომი შექმნა.
ghn
 
 

ასევე:

  • თურქი პიანისტის მონაწილეობით კონსერვატორიაში კონცერტი გაიმართება
  • "ალილომ", "თეატრალურის კვარტეტმა" და "შვიდკაცამ" კონცერტი გამართეს
  • თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება
  • კარლსრუეში "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება
  • ურსას კონცერტი BEQradio-ზე






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge