კარლსრუეში "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კარლსრუეში "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება კულტურა, სპორტი
18-02-2010, 03:03
18 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში, საკონცერტო დარბაზ "თოლჰაუსში", რომელიც რეგულარულად მასპინძლობს მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავებს, გაიმართება ანსამბლ "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი სოლოკონცერტი. ეს ქართველი მომღერლისა და ანსამბლის პირველი ერთობლივი ნამუშევარი იქნება.
კონცერტზე მაია ბარათაშვილი შეასრულებს ანსამბლ "შინის" საავტორო ნაწარმოებებს, ასევე პროგრამაში შევა ქართული ფოლკლორი, ჯო ზავინულის, ჯონ მაქლაფლინის, სთივენ სონდეიმის ნაწარმოები. აღნიშნულ კონცერტს სპონსორობას უწევს ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი~.
მეორე წელია, რაც ბანკი "რესპუბლიკა" და მაია ბარათაშვილი ერთობლივ საინტერესო პროექტებს წარმოადგენენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კონცერტის იდეა ეკუთვნის თოლჰაუსის მენეჯერს, რომელმაც მაია ბარათაშვილის შემოქმედება გაიცნო მისი წინა საკონცერტო ტურის დროს კარლსრუეში. პროექტის კოორდინატორი გერმანიაში თამარა ჩხეიძე-ქესელია.
 
 

ასევე:

  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში საშობაო კონცერტი გაიმართება
  • ფილარმონიის წინ ანსამბლ "რუსთავის" ვარსკვლავი გაიხსნა
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ
  • ახმეტელისა და თუმანიშვილის სახელობის თეატრები ერთობლივ პროექტს წარმოადგენენ
  • პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge