|
25-01-2013, 15:10
25 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში სტუ-ის მე-80 ღია საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებულებისა და "უფასო ტრეინინგკურსების” მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩატარდება თბილისის "ბიგ-ბენდის” კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ბორის ბედია, ალეკო ბერძენიშვილი, ზაურ შავგულიძე, მარი პავლიაშვილი, მარიკო ებრალიძე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. |
|