|
10-01-2010, 16:08
/GHN/ 21 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის ფონდ იავნანას ეგიდით მსოფლიო ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართება. როგორც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა ჯორბენაძე აცხადებს, გალაკონცერტზე ცნობილ ქართველ ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტენორი მარჩელო ალვარესი, აღიარებული სოპრანო, მიშელ კრაიდერი და იტალიელი ტენორი ამბროჯიო მაესტრი. გარდა იმისა, რომ კონცერტი საქველმოქმედოა, ის პაატა ბურჭულაძის 55-ე წლის იუბილესაც ეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორგესტრი და გუნდი. ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. კონცერტიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. |
|