პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს სტუ
14-05-2012, 15:19
პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს ქართველი საოპერო მომღერალი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრად აირჩიეს.

მომღერალი (ბანი) პაატა ბურჭულაძე 1955 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში, მუსიკის პედაგოგ ოლიმპი ჭელაშვლითან. უკვე როგორც მოწაფე, დიდი წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერიისა და ბალეტის თეატრში. განსაკუთრებული ნიჭის გამო მიიღო სტიპენდია, რომლმაც საშუალება მისცა, სწავლა გაეგრძელებინა მაინლანდში, ჯულიეტა სიმიონატის და ედუარდო მულერის ხელმძღვანელობით.

1981 წელს მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში Voci Verdiane (ბუსეტო, იტალია). 1982 წელს ოქროს მედლით გაიმარჯვა ცნობილ მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 წელს გაიმარჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში (ფილადელფია, აშშ). ამ მნიშვნელოვან კონკურსებში წარმატებების შემდეგ შეძლო ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის განვლა.

მისი სენსაციური დებიუტი შედგა კოვენტ გარდენ ოპერაში, ლონდონში, სადაც შეასრულა რამფისის პარტია ოპერა აიდაში, ტენორი ვარსკლავის ლუჩანო პავაროტის რადამესის გვერდით. არანაკლები წარმატება შეხვდა მილანის ლა სკალასა და ვენის სახელმწიფო ოპერაში. ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია Salzburger Festspielen-ზე, სადაც იგი შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა საკონცერტო წარმოდგენებში. ბურჭულაძის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი იყო მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში ბორის გოდუნოვში მთავარი პარტიის შესრულება 1990/91 წლებში.

პაატა ბურჭულაძეს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორის პრემია და ჯილდო. მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში. არის საქართველოს სახალხო არტისტი, გერმანიისა და ქალაქ ათენის საპატიო არტისტი.

მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების თითქმის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს. 2004 წელს პაატა ბურჭულაძის ინიციატივით საქართველოში დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი “იავნანა”. 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქველმოქმედო საქმიანობისთვის პაატა ბურჭულაძე გაეროს კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული.
 
 

ასევე:

  • პაატა ბურჭულაძეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
  • პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა
  • ფონდი "იავნანა" 20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს
  • ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო აქციას გამართავს
  • "იავნანა" პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge