ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო აქციას გამართავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო აქციას გამართავს სიახლე
20-10-2009, 13:25
20 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.

მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები _ მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი და ცნობილი ქართველი მომღერალი, ბადრი მაისურაძე წარსდგებიან.

"მსოფლიოში აღიარებული პროექტით "3 ტენორი" საღამოზე შესრულდება ცნობილი ნაწარმოებები, პროგრამაში შესულია ნეოპოლიტანური სიმღერები", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართება. აქციაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

ფონდი იავნანა უკვე ერთი წელია ყოველთვიურად ეხმარება აგვისტოს ომის შედეგად დაობლებულ 123 ბავშვს. 20 ოქტომბრის აქციით შემოსული თანხა აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მოხმარდება.
 
 

ასევე:

  • ფონდი "იავნანა" 20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს
  • "იავნანა" პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს
  • თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება
  • "ნუგეში" უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად აქციას გამართავს
  • პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge