"იავნანა" პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"იავნანა" პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს კულტურა, სპორტი
4-01-2012, 03:04
დღეს, 4 იანვარს, ფონდი "იავნანა" და თიბისი ბანკი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

როგორც ფონდ "იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელმა თეო ჯორბენაძემ განაცხდა, საღამო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართება და პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში - საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა - "ბედის ძალა". მთავარ პარტიებს შეასრულებენ მსოფლოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ ბახტაძე. პაატა ბურჭულაძის მოწვევით საღამოში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი - ალბერტო რინალდი. ალბერტო რინალდი მსოფლიოს პირველი კლასის საოპერო თეატრებში მღერის. იგი მთავარ პარტიას ასრულებს ფრანკო ზეფირელის "ჯამბაზებში". აღიარებულ მომღერლებს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. დირიჟორი - ჯანლუკა მარჩიანო.

საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცემა დიასამიძეების 8-შვილიან ოჯახს.
ghn
 
 

ასევე:

  • ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო აქციას გამართავს
  • ფონდი "იავნანა" 20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს
  • პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს
  • თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება
  • პაატა ბურჭულაძეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge