პაატა ბურჭულაძეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

პაატა ბურჭულაძეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა სტუ
10-02-2015, 00:11
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვეს. „საოპერო ხელოვნების მსოფლიო დიდოსტატს, „გაეროს კეთილი ნების ელჩს“, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს, „ივერიის ღვთისმშობლის ხატის“ სახელობის ტაძრის მშენებლობის სულისჩამდგმელს, უნივერსიტეტის სენატის წევრს და სამშენებლო ფაკულტეტის ალუმნის, მომავალი თაობების რწმენისათვის მზრუნველს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მიენიჭოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი“, _ ნათქვამია დადგენილებაში. შესაბამისი მედალი და სიგელი მომღერალს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

12 თებერვალს პაატა ბურჭულაძეს 60 წელი უსრულდება. „არტპალასი“ პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. გრანდიოზულ საღამოს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და პიანისტი დათუნა ალადაშვილი წარუძღვებიან. კონცერტში მონაწილეობას საქართველოს და მსოფლიოს 15-მდე ვარსკვლავი მიიღებს, მათ შორისაა: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა.

პაატა ბურჭულაძემ 1978 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი), პარალელურად _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ ”ლა სკალაში, 1981 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. 1984 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. 1987 წელს გახდა საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე.

1985 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში. 1986 წელს ვენაში შეიქმნა ბურჭულაძის სახელობის კლუბი, რომელიც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს. 1987 წელს მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები ”თავისუფლების ზარი”.

პაატა ბურჭულაძეს შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის ”მთვარის მოტაცება”), მაკარი (ვ. დოლიძის ”ქეთო და კოტე”), მარკიზი (გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა”), მეფისტოფელი (ა. ბოიტოს ”მეფისტოფელი”), მეფისტოფელი (შ. გუნოს ”ფაუსტი”), მექე რენე (ჩაიკოვსკის ”იოლანტა”), ბორისი, დოსიფეი (შ. მუსორგსკის ”ბორის გოდუნოვი”, ”ხოვანშჩინა”), ლეპორელო (მოცარტის ”დონ ჟუანი”), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის ”სეველიელი დალაქი”). შესრულებული აქვს ბევრი როლი ჯ. ვერდის ოპერებში. ასრულებს მუსორგსკის, რახმანოვის და სხვათა რომანსებს.

ბურჭულაძე მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჰერბერტ ფონ კარაიანი, კ. აბადო, ლ. მააზელი, ზ. გეტა, რ. მუტი, კ.მ. ჯულენი).

პაატა ბურჭულაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: საერთაშორისო კონკურსი ”ვერდის ხმები” (1981, იტალია, II პრემია), ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1982, მოსკოვი, I პრემია). ფილადელფიის ლუჩიანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსი (1985), მარია კალასის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1986, მაინის ფრანკფურტი, I პრემია). 1991 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის პრემია, 1992 წელს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. არის, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო (1982) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1991) პრემიების ლაურეატი.

პაატა ბურჭულაძე სისტემატურად ჩამოდის თბილისში, მონაწილეობს კონცერტებში. 1998 წელს მისი ინიციატივით და მოანწილეობით თბილისში გაიმართა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ”ბრავო”, 2000 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულა ი. კეჭაყმაძის საგალობლები ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, არის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” პრეზიდენტი. 2003 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი, 2001 წელს თბილისის
 
 

ასევე:

  • პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს
  • სტუ-ის სტუდენტები პაატა ბურჭულაძეს შეხვდებიან
  • ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა
  • პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა
  • "იავნანა" პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge