ფონდი "იავნანა" 20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ფონდი "იავნანა" 20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს სიახლე
8-10-2009, 13:24
/ჯი-ეიჩ-ენი/ 20 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო აქციას გამართავს. მსოფლიოში აღიარებული პროექტით - "3 ტენორი" მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები - მარკო ბერტი და რობერტო არონიკა და ცნობილი ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე წარდგებიან.

შესრულდება ქართველი მაყურებლისათვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოებები, პროგრამაში შესულია ნეაპოლიტანური სიმღერები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართება, აქციაში მონაწილეობა ტელემაყურებელსაც შეეძლება, ნომერი 30-30 ქველმოქმედების მსურველი ყველა ადამიანისთვის ჩართული იქნება.

ფონდი "იავნანა" უკვე ერთი წელია ყოველთვიურად ეხმარება აგვისტოს ომის შედეგად დაობლებულ 123 ბავშვს. 20 ოქტომბრის აქციით შემოსული თანხა აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მოხმარდება.
პროექტის რადიოპარტნიორია ფორტუნა Fმ- 106,9.

მარკო ბერტი

მარკო ბერტი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ იტალიელ ტენორად მიიჩნევა.
მარკოს კარიერა ლა სკალაში დაიწყო, სადაც მან მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ წარმოდგენებში _ "ლუსია დი ლამერმოორი", "ბეატრიჩე დი ტენდა", "ბოჰემა", "რონდინი" და "მაკბეტი". მსოფლიო აღიარება მან მოიპოვა მაკდუფის პარტიის შესრულებით 1999 წლის ედინბურგის ფესტივალზე განხორციელებულ დადგმაში, რასაც მოჰყვა გამოსვლები მსოფლიოს საუკეთესო თეატრებში _ კოვენტ გარდენი, ჰიუსტონის "გრანდ ოპერა", ბარსელონასა და ვერონას თეატრები, სეზონის გახსნა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში და სხვა.

რობერტო არონიკა

რობერტო არონიკა დაიბადა რომში, სწავლობდა კარლო ბერგონცისთან, შემდეგ კი სიენას ჩიგიანას აკადემიაში. მისი დებიუტი შედგა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს "თეატრო მუნიციპალეს" სცენაზე, ვერდის ოპერაში "რიგოლეტო", რის შემდეგაც მუსიკალურმა კრიტიკამ არონიკა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტენორად აღიარა. მას მუდმივად იწვევენ ისეთ საოპერო თეატრებში, როგორიცაა ლა სკალა, რომის ოპერა, ვენის სახელმწიფო თეატრი, ბერლინის "დოიჩე ოპერა~" ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ლონდონის კოვენტ გარდენი, ბასტილიის ოპერა პარიზში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესის საოპერო თეატრები და სხვა.

ბადრი მაისურაძე

1989 წელს ბადრი მაისურაძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი). მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლში "მინდია", სადაც მან მთავარი პარტია შეასრულა. 1994 წელს ბარსელონასა და შვედეთში გამართულ ვოკალისთა კონკურსებზე ბადრი მაისურაძე 2 მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, რასაც მოჰყვა მისი წარმატებული საერთაშორისო კარიერა. ბადრი მაისურაძე მღერის მსოფლიოს უდიდეს საოპერო თეატრებში _ მადრიდის სამეფო თეატრი, ბერლინის "დოიჩე ოპერა", ვენის სახელმწიფო თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი და სხვა.
 
 

ასევე:

  • ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო აქციას გამართავს
  • "იავნანა" პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს
  • პაატა ბურჭულაძე სტუ-ის სენატის წევრად აირჩიეს
  • "რეგიონ ოპერა" სტუ-ში სადებიუტო სპექტაკლს წარმოადგენს
  • თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge