|
25-02-2015, 14:39
მცირე საოპერო თეატრი "რეგიონ ოპერა" სადებიუტო სპექტაკლი პრემიერისთვის ემზადება. ოპერის მიზანი საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის გაცნობა-პროპაგანდაა. იგი პირველ სეზონს ზაქარია ფალიაშვილის „დაისით“ ხსნის, რომელიც 25 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.
3-მოქმედებიან წარმოდგენაში უფროსი თაობის პროფესიონალ საოპერო მომღერლებთან ერთად ახალგაზრდებიც მიირებენ მონაწილეობას. ასევე, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი: ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ქართები“, ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ვოკალური ანსამბლი „ქალდეა“ და ნაციონალური ბალეტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი".
მოქმედი პირები და შემსრულებლები : მარო - ირმა ხუროშვილი (დებიუტი) მალხაზი - არმაზ დარაშვილი (საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი) კიაზო - ზურაბ ბუხრაძე ( საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი) ცანგალა - იოსებ დარბაიძე (დებიუტი) ნ ა ნ ო - ელენე ჯანჯალია (საერათაშორისო კონკურსების ლაურეატი) ტიტო - ალექსანდრე დეკანოიძე ამირანი (გივი) - გელა ჩახვაძე თბილისის ზ.ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი ვაჟთა გუნდი „ქართები“ - ხელმძღვანელი გიორგი საძაგლიშვილი ქალთა გუნდი „ქალდეა“ – ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილი ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი „მერანი“ – ხელმძღვანელები თამაზ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი დამდგმელი დირიჟორი - ირაკლი ჩოლოყაშვილი დირიჟორი - გიორგი საძაგლიშვილი დამდგმელი რეჟისორები - ლევან წიქვაძე, თეიმურაზ გვალია ქორმაისტერი - ზვიად ბერიაშვილი მხატვარი - ანანო დოლიძე მხატვარ-შემსრულებლები - ელგუჯა ხამხაძე მთავარი კონცერტმეისტერი - ნანა ბახტაძე კონცერტმეისტერი - ზაზა პატარიძე დამდგმელი ქორეოგრაფი - მაია დარჩიაშვილი სპექტაკლის წამყვანი - დავით ჩაკაბერია მუსიკალური კონსულტანტები- ვადიმ შუბლაძე (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე) და ანზორ შომახია (საქართველოს სახალხო არტისტი) თეატრის დირექტორი - გოჩა ბაღაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ზურაბ ბუხრაძე
სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოში მეორე საოპერო თეატრი “რეგიონ ოპერა” ორი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ქართული, მივიწყებული ოპერის აღდგენა. |
|