14 მარტს, 19:00 საათზე, ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. შესრულდა ფალიაშვილის, ლაღიძის, პუჩინის, ბიზეს, ვერდისა და როსინის ნაწარმოებები. ღონისძიება იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულებს მიეძღვნა.
ღონისძიებაში სტუ-ს საოპერო სტუდიის ორკესტრი და ქართული საოპერო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ორკესტრი, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. კონცერტს ბაადურ სამადაშვილმა უდირიჟორა.
ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის პატრონაჟით, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.