|
30-12-2012, 16:46
27 დეკემბერს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
საღამოს სპეციალური სტუმრები: ისრაელში და საქართველოში მოღვაწე აღიარებული კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი (საქართველოს სახალხო არტისტი); უცხოეთში მოღვაწე ქართველი სოლისტების მიერ შექმნილი საქართველოს ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი; თეიმურაზ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი); არიელ ცუკერმანი(ისრაელი, ფლეიტა); ლიზა რამიშვილი (ჩელო).
ასევე გაიმართა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკეტრის ახალგაზრდა თაობის მუსიკოსების მიერ დაარსებული ანსამბლების Georgian Brass და Georgian Strings პრეზენტაცია.
პროგრამაში იყო მოცარტის, როსინის, პოპერის, რიმსკი-კორსაკოვის, ცინცაძის, მაჭავარიანის, პიაცოლას ნაწარმოებები. ასევე შედგება თბილისური პრემიერა სოსო ბარდანაშვილის ფლეიტის კონცერტის.
ცენტრმა განვლილი ერთი წლის განმავლობაში 75 კონცერტი გამართა. 2005 წლიდან მოყოლებული კი, ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა 420 ღონისძიება გამართა. მათ შორის სიმფონიური მუსიკის საღამოები აღიარებულ ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, ფესტივალები, გასვლითი კონცერტები საქართველოს რეგიონებსა და უცხოეთის (საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, თურქეთისა დსაბერძნეთის) პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. ასევე განახორციელა საგანმანათლებლო პროექტები და გამოჩენილ მუსიკოსთა საავტორო, საიუბილეო და სოლო-კონცერტები. |
|