16-30 დეკემბერს ვანო სარაკჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში XV საერთაშორისო ფესტივალი "საახაწლო მუსიკალური შეხვედრები" ტარდება. ფესტივალი გაიხსნა ვოკალური მუსიკის კონცერტით. მონაწილეობდნენ: ზურაბ სოტკილავა, მარიონა ნაჭყებია, ქსენია ლეონიდოვა და კარინა პოღოსბეკოვა.
"საახაწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში ასევე გაიმართა ჯაზის საღამო; საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი კონსტანტინე შამრაის მონაწილეობით; ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი; თენგიზ ამირეჯიბის საიუბილეო საღამო და კამერული მუსიკალური კონცერტი - სოლისტი ლიანა ისაკაძე.
ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიის ფოიეში წარმოდგენილია ქართველ მხატვართა გამოფენა.