|
4-10-2012, 15:02
5, 6 და 7 ოქტომბერს "თბილისობა 2012" გაიმართება. 5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თბილისობა 2012" გასული საუკუნის ერთჯერადი პერიოდიკის საარქივო მასალის გამოფენით გაიხსნება.
"თბილისობა 2012"-ის ფარგლებში იგეგმება "მულტიკულტურული საქართველოს" ეროვნული უმცირესობების კულტურული წეს-ჩვეულებების ჩვენება; ცნობილი ქართველი მხატვრების უცნობი ფოტოების კატალოგის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მხატვრების ბაღში (მშრალ ხიდთან); საწნახელი; ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი; ავტოშოუ; ხილის და ჩაის ფესტივალი; გასეირნება ტივით მუსიკალური პროგრამის თანხლებით; ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი; ქართული მუსიკალური ჯგუფების კონცერტი (ხიდი, ME&MY MONKTY, SALIO, ZURGI); ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკორული მუსიკის კონცერტი.
"თბილისობა 2012" დაიხურება საპატიო თბილისელების და ლიტერატურული კონკურსი "გალას" დაჯილდოების ცერემონიალით.
თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. |
|