თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო კულტურა, სპორტი
7-10-2011, 20:47
"თბილისობის" დღესასწაული 7 ოქტომბერს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე Altervision newcomers-ის კონცერტით დაიწყო და მესამე დღეს ანსამბლ "ერისიონის" კონცერტით დასრულდება. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში თბილისში მრავალი გამოფენა, კონცერტი და დაჯილდოება გაიმართება.

7 ოქტომბერს ღონისძიება, 12:00 საათზე, საწნახელით გაიხსნა, რომელიც მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, პოპმუსიკის კონცერტის თანხლებით მოეწყო. პარალელურად, გალერეა "გვირაბში" საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

დღესასწაულის ტრადიცია არც წელს დაირღვევა და 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მტკვარზე მუსიკალური პროგრამის თანხლებით ტივით გასეირნება მოეწყო.

"თბილისობის" ღონისძიებებით დატვირთულ დღეს ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა დაასრულებს, რომელიც თბილისის უძველეს "აბანოთუბანში" მოეწყობა.

მრავალფეროვანი ღონისძიებით გამოირჩევა "თბილისობის" მეორე დღეც: ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე თავის ახალ გამოფენას "ცის თაღი გვირგვინად" 13:00 საათზე მშვიდობის ხიდზე მოაწყობს. პარალელურად, რიყის ამფითეატრში ახალგაზრდებისთვის მოეწყობა შეხვედრა პოეტებთან და მხატვრებთან. "თბილისობის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ლიტერატურულ კონკურს "გალას" დაჯილდოების ცერემონიალი, ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა. დიდ საკონცერტო დარბაზში კი მომღერალი ლელა წურწუმია 11 წლის შემდეგ კონცერტს გამართავს. დასკვნითი, გალაკონცერტი ევროპის მოედანზე 22:00 საათზე მოეწყობა.

"თბილისობის" მესამე დღე დავით დოიაშვილის გათანამედროვებული მიუზიკლი "ქეთო და კოტე" რუსთველის თეატრში დაიდგმება. 20:00 საათზე კი ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი "ერისიონი" საიუბილეო კონცერტს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს, რითაც "თბილისობა 2011" დასრულდება.

"თბილისობა“ ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია. იგი პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში იყო რამდენიმეწლიანი პაუზა, თუმცა 1995 წელს ღონისძიება განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 2011 წელს, ერთჯერადად, „თბილისობის“ დღესასწაული 7, 8 და 9 ოქტომბერს აღინიშნება.

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • 5, 6 და 7 ოქტომბერს ”თბილისობა 2012” გაიმართება
  • თბილისობის დღესასწაული დაიწყო
  • დღეს "თიანეთობა 2012" აღინიშნება
  • შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში მოეწყობა
  • სტეფანწმინდაში "ყაზბეგობა 2011" იგეგმება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge