თბილისობის დღესასწაული დაიწყო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისობის დღესასწაული დაიწყო ---
22-10-2010, 01:57
21 ოქტომბერს თბილისობის ტრადიციული დღესასწაული დაიწყო. 22 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაული ვაკის პარკში, კლუბ "33ა"-ში, ახალბედა ჯგუფების შესრულებით თანამედროვე მუსიკის კონცერტით გაგრძელდება.

14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივში გამოფენა - "მრავალფეროვანი თბილისი" მოეწყობა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება, ხოლო 15:00 საათზე თბილისის მთავარი ბიბლიოთეკაში გამოფენა "წიგნები თბილისზე" გახსნება. 16:00 საათზე დაგეგმილია ნანტი-თბილისის ურთიერთობების ფარგლებში, ჟიულ ვერნის ნაწარმოების "ყინულის სფინქსის" ახალი თარგმანის პრეზენტაცია.

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფოტოპროექტი "აკაკიდან აკაკი წერეთლამდე" გამოფენა სასტუმრო "თბილისი მარიოტის" შიდა ეზოში გაიხსნება, ხოლო 18:00 საათზე "დედაენის ბაღში" ლიტერატურული პრემია "გალას" დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა. როგორც ცნობილია, ლიტერატურული კონკურსი "გალა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიციატივით წელს უკვე მეოთხედ ტარდება. ნომინაციებში გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლსა და ერთჯერად ფულად პრემიას 4000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 2009 სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები გამომცემლობების წარდგინებით. კონკურსი ექვს ნომინაციაში გაიმართება: სამაგიდო წიგნი, წლის წიგნი, თარგმნილი წიგნი, საბავშვო წიგნი, წიგნის მხატვრობა და წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.

ამასთან, თანამედროვე მუსიკის კონცერტები პოპულარული ჯგუფების შესრულებით ვაკის პარკში, კლუბი "33ა" 18:00 საათზე, ხოლო მანანა მენაბდის ახალი პროექტის "აქედანა"-ს პრეზენტაცია-კონცერტი სამეფო უბნის თეატრში 19:00 საათზე დაიწყება.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქართული ბალეტის ფუძემდებლის, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით მინკუსი "დონ კიხოტის" ბალეტი სამ მოქმედებად გაიმართება.

დღის ბოლოს კი, 22:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, ავთანდილის კოლექციის ჩვენებით საქართველოს მოდის კვირეულის გაიხსნება.
 
 

ასევე:

  • დღეს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება
  • 5, 6 და 7 ოქტომბერს ”თბილისობა 2012” გაიმართება
  • თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო
  • "გალას" ჟიურიმ ნაწარმოებების განხილვა დაასრულა
  • "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge