"გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ კულტურა, სპორტი
23-10-2010, 00:26
ლიტერატურული კონკურსის, "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ. ჟიურიმ 24 გამომცემლობიდან შემოსული 120 წიგნიდან გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა.

ნომინაციაში წლის წიგნი გაიმარჯვა ზურაბ ლეჟავამ _ "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"). ამ ნომინაციაში გამარჯვებული ზურაბ ლეჟავა კულტურის სამინისტროსგან დამატებით საჩუქრად საწერ მაგიდას მიიღებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომელმაც წლის წიგნის ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა.

თარგმნილი წიგნის ნომინაციაში გიმარჯვა ლია ჩლაიძემ ორჰან ფამუქის _ "მე მქვია წითელის" თარგმნისთვის ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა").

ნომინაციაში წიგნის მხატვრობა გაიმარჯვა თინათინ ჩხიკვიშვილმა _ მაყვალა მრევლიშვილის "ლექსები" ("ქართული ბიოგრაფიული ცენტრი").

ნომინიაციაში საბავშვო წიგნი გაიმარჯვა ნაწარმოებმა - "საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის" (მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ) _ "ლიტერა".

ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი გაიმარჯვა კახა თოლორდავამ _ "საუბრები ჯაზზე" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა").

ნომინაციაში სამაგიდო წიგნი გაიმარჯვა ნაწარმოებმა "გმირი" _ "პრაიმ-ტაიმი".

ცნობისათვის: თითოეული გამაჯვებული ავტორი კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით, 4000 ლარის ოდენობით საჩუქრდება.

6 ნომინაციაში წარდგენილი იყო 17 ნომინანტი: სამაგიდო წიგნი: 1. მარკუს ტულიუს ციცერონი _ "სიტყვები და დიალოგები" (იამზე გაგუა) _"ლოგოსი"; 2. "გმირი" _ "პრაიმ-ტაიმი"; წლის წიგნი: 1. ზურაბ ლეჟავა _ "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" _ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; 2. ირაკლი ქასრაშვილი _ "სოკრატე" _ "შემეცნება"; 3. ზვიად რატიანი _ "ნეგატივი" _ "დიოგენე"; 4. ამირან სვიმონიშვილი _ "სამკვიდრო" _ "სიესტა"; თარგმნილი წიგნი: 1. ორჰან ფამუქი _ "მე მქვია წითელი" (ლია ჩლაიძე) _ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; 2. კორნელია ფუნკე _ "ქურდების მბრძანებელი" (ანა კორძაია-სამადაშვილი) _ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; 3. მიშელ უელბეკი - "პლატფორმა" (ირმა ტაველიძე) _ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; საბავშვო წიგნი: 1. თეა ლომაძე _ "წერილი ბოთლში" _ "დიოგენე"; 2. "საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის" (მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ) _ "ლიტერა"; წიგნის მხატვრობა: 1. ნინო გურაბანიძე _ სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" ("ქარჩხაძის გამომცემლობა"); 2. თემურ ფხიკიძე _ ზაალ სამადაშვილის "მოთხრობები ბიჭებისთვის"("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"); 3. თინათინ ჩხიკვიშვილი _ მაყვალა მრევლიშვილის "ლექსები" ("ქართულიბიოგრაფიული ცენტრი"); 4. დალი მუხაძე - " ქართული საბავშვო მოთხრობები" ("შემეცნება''); წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი: 1. "აუცილებელი საკითხავი" _ "არეტე"; 2. კახა თოლორდავა _ "საუბრები ჯაზზე" _ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა";3. "მსოფლიო კლასიკა" - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".

როგორც ჟიურის წევრები აცხადებდნენ, წინა წლებთან შედარებით, წელს ლიტერატურულ კონკურსზე გამომცემლობებისა და წიგნების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მათი თქმით, დაიხვეწა წიგნის ხარისხიც.

ლიტერატურული კონკურსი "გალა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით უკვე ოთხი წელია იმართება და "თბილისობის" დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა. კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა. გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5-კაციანი ჟიური მუშაობდა, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი და მწერლები, ლაშა იმედაშვილი, ზურაბ სამადაშვილი და მამუკა ხერხეულიძე არიან.
 
 

ასევე:

  • "გალას" გამარჯვებულები დააჯილდოვეს
  • "გალას'' ნომინანტები დაასახელეს
  • “საბას” ჟიურიმ 3 ნომინაციის ფინალისტები გამოაცხადა
  • პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები დაასახელეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge