"გალას" გამარჯვებულები დააჯილდოვეს » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"გალას" გამარჯვებულები დააჯილდოვეს კულტურა, სპორტი
7-10-2012, 23:01
დღეს ლიტერატურულ კონკურს "გალას" გამარჯვებულები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

კონკურსზე საკუთარი პროდუქცია ოცმა გამომცემლობამ და ასევე ეროვნულმა კინოცენტრმა ერთობლივად წარადგინეს. შესული 183 წიგნიდან და 20 კინოსცენარიდან ხუთკაციანმა ჟიურიმ 23 ნომინანტი დაასახელა. წელს საპრემიო ფონდში სიახლეა და ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლთან ერთად 7 ნომინაციაში გამარჯვებულებს 4 000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გადაეცათ.

ნომინაციაში "სამაგიდო წიგნი" გაიმარჯვა ბესიკ ხარანაულის კრებულმა. ამ ნომინაციაში წარდგენილი იყო შემდეგი წიგნები:

1. დავით ხოშტარია _ "თბილისის ძველი სასტუმროები" ("არტანუჯი")
2. ბესიკ ხარანაული - "ლექსები, პოემები" ("ინტელექტი")
3. ჯონ ბედლი _ "რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა" ("ლიტერა")

ნომინაციის "წლის წიგნი" გამარჯვებული გახდა ბაადურ ბალარჯიშვილის "კიპარისები". ჯილდო გარდაცვლილი მწერლის შვილმა აიღო. წარდგენილი იყო ასევე წიგნები:

1. გურამ მეგრელიშვილი, "მოდელი 18/12 ("დიოგენე")
2. სანდრო ნავერიანი _ "არგენტინული პიტბული" ("სიესტა")
3. კატო ჯავახიშვილი _ "ჭუპრი" ("საუნჯე")
4. ბაადურ ბალარჯიშვილი _ "კიპარისები" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")

ნომინაციაში "თარგმნილი წიგნი" გამარჯვებულად დასახელდა ჯეიმზ ჯოისის "ულისე" (თარგმნეს ნიკო და მაია ყიასაშვილებმა). წარდგენილი იყო წიგნები:

1. იოჰან ვოლფგანგ გოეთე _ "ფაუსტი" _ მთარგმნელი დავით წერედიანი ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
2. ჯეიმზ ჯოისი _ "ულისე" _ თარგმნეს ნიკო და მაია ყიასაშვილებმა ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
3. ორჰან ფამუქი, "სტამბოლი'' _ მთარგმნელი თამარ ალფენიძე ("დიოგენე")
4. ინგმარ ბერგმანი _ "Laterna Magica" _ მთარგმნელი ლიკა ჩაფიძე ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")

"საბავშვო წიგნის" ნომინაციაში გაიმარჯვა თეა თოფურიას "გასაღვიძებელმა ზღაპრებმა'. წარდგენილნი იყვნენ:

1. ლელა ცუცქირიძე, "გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი''("დიოგენე")
2. თეა თოფურია, "გასაღვიძებელი ზღაპრები'' ("დიოგენე")
3. ნატო დავითაშვილი _ "ოთხი მხარე და ოთხი სვეტი" ("ქარჩხაძის გამომცემლობა")

ნომინაციაში "წიგნის მხატვრობა" გამარჯვებული გახდა მხატვარი თამარ ბაქრაძე. დასახელებული იყვნენ:

1. "ჩემი პირველი იგავ-არაკები სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით" _ მხატვარი მაია ბათუმაშვილი ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
2. "ჩემი პირველი ქართული ლექსები. გივი ჭიჭინაძე" _ მხატვარი ნანა მელქაძე ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
3. რუდოლფ რასპე _ "ბარონ მინჰაუზენის თავგადასავალი" _ მხატვარი თამარ ბაქრაძე ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")

"წლის საუკეთესო ლიტერატურულ პროექტად" აღიარეს "დიოგენეს ბიბლიოთეკა". დასახელებული იყო:

1. "ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი''-/პროექტის ავტორი ზვიად კვარაცხელია/ (ინტელექტი)
2. მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების თარგმანთა სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა" ("დიოგენე")
3. "ქართული სიტყვიერება (ათტომეული) _ პროექტის ხელმძღვანელი ზაზა აბზიანიძე _ ("საქპრესა")

"წლის კინოსცენარის" ნომინაციაში გაიმარჯვა მარიამ ხაჭვანმა ("დედე"). დასახელებული იყო:

1. მარიამ ხაჭვანი _ "დედე"
2. ნიკოლოზ ქარცივაძე _ "Golden Parachute" ("ოქროს პარაშუტი")
3. თეონა მღვდელაძე-გრენადე, დავით ჩუბინიშვილი _ "ძმა".

დაჯილდოების ცერემონიალი საკრებულოს თავმჯდმარე ზაალ სამადაშვილმა გახსნა. ერთ-ერთი ნომინაციის "წლის წიგნის" გამარჯვებული დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დასახელა და ჯილდო გადასცა. დაჯილდოებას ესწერებოდა კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც.

ლიტერატურული კონკურსი "გალა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით, უკვე მეექვსე წელია იმართება და "თბილისობის" დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა. კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა. გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5-კაციანი ჟიური მუშაობს, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი არიან.
 
 

ასევე:

  • "გალას'' ნომინანტები დაასახელეს
  • "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ
  • პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • “საბას” ჟიურიმ 3 ნომინაციის ფინალისტები გამოაცხადა
  • დღეს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge