დღეს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
15-09-2010, 01:09
დღეს, 15 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში ლიტერატურულ კონკურს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, საკრებულომ ლიტერატურული კონკურსისთვის მზადება უკვე დაიწყო. ჟიური წელს ახალი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას.

"გალას" გამარჯვებულებს 5-კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან: ნინო ქაჯაია (მთარგმნელი), დიმიტრი ერისთავი (მხატვარი), ზურაბ სამადაშვილი (მწერალი), ლაშა იმედაშვილი (მწერალი) და მამუკა ხერხეულიძე (მწერალი).

კონკურსი "გალა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიციატივით წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსში მონაწილეობას 2009-2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები შესაბამისი გამომცემლობების წარდგინებით მიიღებენ. კონკურსი ექვს ნომინაციაში გაიმართება. კერძოდ, "სამაგიდო წიგნი", "წლის წიგნი", "თარგმნილი წიგნი", "საბავშვო წიგნი", "წიგნის მხატვრობა" და "წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი".

ნომინაციებში გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის ასლსა და ერთჯერად ფულად პრემიას - 4000 ლარს.

დაჯილდოების ცერემონიალი ოქტომბრის ბოლოს, თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება.
 
 

ასევე:

  • "გალას" ჟიურიმ ნაწარმოებების განხილვა დაასრულა
  • თბილისობის დღესასწაული დაიწყო
  • "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ
  • "გალას'' ნომინანტები დაასახელეს
  • "გალას" გამარჯვებულები დააჯილდოვეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge