|
28-12-2009, 00:49
7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მეიდანზე "საახალწლო ფესტივალი" დასრულდება. "საახალწლო ფესტივალი" მეიდანზე 26 დეკემბერს საბავშვო პერფორმანსებით გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საახალწლო ბაზრობა, მუნჯური კინოს ჩვენება ცოცხალი აკომპანიმენტით. 26 დეკემბერს კონცერტი ბაკურ ბურდულმა გამართა, 27 დეკემბერს ჯგუფ "სტრინგის" კონცერტი გაიმართა, 28 დეკემბერს მაყურებლის წინაშე მოძრაობის თეატრის ბენდი წარდგება, 29 დეკემბერს გაიმართება დავით ევგენიძის კონცერტი მეიდანზე, 30 დეკემბერს დათო ილურიძის ბენდი დაუკრავს, 3 იანვარს ილუზიონისტის შოუ გაიმართება. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო ღონისძიებები. საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ასევე სპორტის სასახლეში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, გლდანის პარკში, პუშკინის სკვერში. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გლდანის პარკში 3 იანვარს როკ-კონცერტი გაიმართება. მუშტაიდის პარკში 3 იანვარს წარმოდგენილი იქნება "რწყილი და ჭიანჭველას საახალწლო თავგადასავალი". 31 დეკემბერს, 12-იდან 18 საათამდე, მთაწმინდის პარკში ბავშვებს სანტა კლაუსი გაართობს. |
|