|
9-01-2012, 00:19
10 იანვარს, თეატრალური სტუდია "ანდადასი" საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შენობაში საახალწლო ნაძვისხის ზეიმს აწყობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, ზეიმს მზრუნველობამოკლებული ბავშვები დაესწრებიან.
"ანდადასი" პატარებს სანტა კლაუუსტან ,ფიფქიასთან, გრინჩთან, ელფებთან, ჯამბაზებთა, დისნეის გმირებთან შეხვედრასა და უამრავ საცუქარს სთავაზობს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ირმა ჯანგირაშვილმა განაცხადა, ღონისძიება ერთჯერადი არ არის. სტუ-ის მხარდაჭერით, ამ სახის პროექტები ბავშვთა სახლებისთვის სისტემატურად ხორციელდება.
"ზეიმს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლის 15 აღსაზრდელი დაესწრება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური ასეთ ღონისძიებებს ხშირად მართავს", - განაცხადა მან.
თეატრალურ სტუდიაში საახალწლო პროგრამები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ხელმძღვანელია გიორგი ბუთიაშვილი. |
|