საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომელი, გაზეთ “ტექნიკური უნივერსიტეტის” მთავარი რედაქტორი ნიკოლოზ ბრეგვაძე, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ირმა ჯანგირაშვილთან და ნანა ალადაშვილთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა.
სტუმრებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრები მიუტანეს და ერთ-ერთი მათგანის, თემუკას დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიკროავტობუსით რესტორან “მაკდონალდსში” წაიყვანეს.
როგორც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირმა ჯანგირაშვილი აცხადებს, მათი ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს.
ნიკოლოზ ბრეგვაძის განცხადებით კი ამის შემდეგ ამ პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.