|
15-12-2011, 14:32
28 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახური, სტუდენტური თვითმმართველობა და გასართობი ცენტრი “ბომბორა” აწყობენ წინასაახალწლო საღამოს საგურამოს მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებისთვის. ღონისძიების ინიციატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ინგლისური ენის პედაგოგი ირმა ჯანგირაშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა მეორე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობენ საგურამოს ბავშვთა სახლთან. როგორც ირმა ჯანგირაშვილი აცხადებს, ბავშვთა სახლის 38 აღსაზრდელი რამდენჯერმე უკვე სტუმრობდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. უფროსკლასელთა დიდმა ნაწილმა სტუ-ის სტუდენტობის სურვილი გამოთქვა.
საქველმოქმედო აქციები სტუ-ის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. |
|