7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტების ორგანიზებით ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაცია "გული გულს” საგურამოს ბავშვთა სახლს ესტუმრება.
ორგანიზაციის წევრები საგურამოს მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლის აღსაზრდელებს შემოწირულობით შეგროვებული თანხით შეძენილ საჩუქრებსა და ტკბილეულს გადასცემენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ იქნბა ერთჯერადი. სტუდენტები სამომავლოდაც გეგმავენ მსგავსი ღონისძიებების მოწყობას.