მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ღონისძიება ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ღონისძიება ჩატარდა სტუ
28-12-2011, 15:10
მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურმა, სტუდენტურმა თვითმმართველობამ და გასართობმა ცენტრმა “ბომბორამ” მოაწყვეს წინასაახალწლო საღამო საგურამოს მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებისთვის. ღონისძიების ინიციატორი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ინგლისური ენის პედაგოგი ირმა ჯანგირაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა მეორე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობენ საგურამოს ბავშვთა სახლთან. როგორც ირმა ჯანგირაშვილი აცხადებს, ბავშვთა სახლის 40 აღსაზრდელი რამდენჯერმე უკვე სტუმრობდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. უფროსკლასელთა დიდმა ნაწილმა სტუ-ის სტუდენტობის სურვილი გამოთქვა.

საქველმოქმედო აქციები სტუ-ის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.
 
 

ასევე:

  • სტუ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებას აწყობს
  • საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სტუ-ს ესტუმრნენ
  • მზრუნველობამოკლებული ბავშვები საახალწლო ზეიმს დაესწრებიან
  • სტუ-ის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
  • "გული გულს” საგურამოს ბავშვთა სახლს ესტუმრება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge