ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა. დასაწყისში ტრადიციული ქართული სიმღერები და ცეკვები შესრულდა, 24:00 საათისთვის კი სცენაზე ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი გამოჩნდა და მოსახლეობას დამდეგ ახალი წელი მიულოცა. შემდეგ გალაკონცერტზე 80-იანი წლების ჰიტები შესრულდა. მასში 30-მდე ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენის რეჟისორი დავით დოიაშვილია. 80-იანი წლების ჰიტები სპეციალურად საახალწლო გალაკონცერტისთვის მომზადდა.