|
29-11-2011, 19:29
26 ნოემბერს თბილისის არტ-ჰოლში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ურსამ“ კონცერტი გამართა. ღონისძიების დევიზი იყო - „კონცერტი, რომელიც აყვარებს ერთმანეთს“. ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ კონცერტისთვის, ვინაიდან ეს მათი პირველი სოლოგამოსვლა იყო აუდიტორიის წინაშე.
კონცერტზე მაყურებელს საშუალება მიეცა, მოესმინა „ურსას“ ახალი და უკვე კარგად ნაცნობი კომპოზიციები. კონცერტზე ჯგუფმა საზოგადოებას ახალი წევრი გააცნო. ახალგაზრდა პოეტმა თემურ ელიავამ კი „ურსას“ მუსიკის ფონზე რამდენიმე ლექსი წაიკითხა.
კონცერტს დაახლოებით 500- მდე ადამიანი დაესწრო.მათ შორის იყვნენ საპატიო სტუმრები და მედიის წარმომადგენლები. „ურსას“კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა ინტერნეტრადიოს საშუალებით. “BEQradio”-მ უზრუნველყო ამ კონცერტის ტრანსლირება. გადაცემას ბექა ხარებავა და გიორგი ნაცვალაძე უძღვებოდნენ. კონცერტის მოსმენა www.bit.gtu.ge -ზე იყო შესაძლებელი, “BEQradio” სწორედ ამ საიტზე მაუწყებლობს. |
|